saqarTvelos qedebi - awunTis qedi
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის და დუშეთის მუნიციპალიტეტები |
უმაღლესი წერტილი | ამღა |
კოორდინატები | 42°28`24` ჩ. გ. 45°16`27` ა. გ. |
სიმაღლე | 3840 მ |
ისტორიული სახელწოდება: აწუნტის ქედი.
ქედი საქართველოში, ახმეტის და დუშეთის მუნიციპალიტეტები. მდინარეების ანდაქისა და ანდის ყოისუს (პირიქითი ალაზნისა და თუშეთის ალაზნის) წყალგამყოფი მერიდიანული ქედი. აერთებს ბორბალოს მთას (კავკასიონის მთავარ ქედზე) ტებულოს მასივთან (პირიქითა ქედზე). აგებულია ძირითადად იურული თიხაფიქლებით. ქედზეა აწუნთის უღელტეხილი (ზღვის დონიდან 3431 მ), მწვერვალი ამღა (3840 მ), პირჩისტაგორი (3783 მ) და სხვა. არის თანამედროვე მყინვარები (ჩრდილოეთ ნაწილში) და ძველი გამყინვარების ნიშნები. ნივალური, ალპური და სუბალპური სიმაღლებრივი ლანდშაფტური სარტყლები.